ჭუხაი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჭუხაი (ჩინ.: 珠海, ფინინი: Zhūhǎi, იალე: Jyūhói; /ˈdʒuːˈhaɪ/[2]) — საოლქო დონის ქალაქი, რომელიც მდებარეობს მარგალიტის მდინარის ესტუარზე, გუანდუნის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ჭუხაი შედის მარგალიტის მდინარის დელტის შემადგენლობაში. მისი სახელწოდება სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც „მარგალიტის ზღვა“, რაც განპირობებულია ქალაქის სიახლოვით მარგალიტის მდინარის შესართავთან, სადაც მდინარე სამხრეთ ჩინეთის ზღვას უერთდება. ჭუხაის ესაზღვრება: ძიანგმენი დასავლეთიდან, ჭუნგშანი ჩრდილოეთიდან, მაკაო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. საზღვაო საზღვრების მიხედვით, ჭუხაი ასევე ესაზღვრება შენჯენსა და ჰონგ-კონგს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან.
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ჭუხაი 珠海 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | გუანდუნიგუანდუნი |
შიდა დაყოფა | Xiangzhou District, Doumen District და Jinwan District |
კოორდინატები | 22°16′18″ ჩ. გ. 113°34′37″ ა. გ. |
ფართობი | 1,724.32 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 36±1 მეტრი |
მოსახლეობა | 2,439,585 კაცი (2020[1]) |
სიმჭიდროვე | 1,400 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 0756 |
საფოსტო ინდექსი | 519000 |
საავტომობილო კოდი | 粤C |
ოფიციალური საიტი | zhuhai.gov.cn |
ჭუხაი ჩინეთის თავდაპირველი ოთხი სპეციალური ეკონომიკური ზონიდან ერთ-ერთია. ეს ზონა 1980 წელს ჩამოყალიბდა. ქალაქი ასევე არის ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომელსაც ხშირად „ჩინურ რივერას“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ჩინეთის კანტონურ ნაწილში მდებარეობს, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მანდარინულად მაინც საუბრობს. ეს მოსახლეობა ძირითადად მიგრანტებს წარმოადგენს, რომლებიც ქალაქში ქვეყნის სხვა ადგილებიდან დასახლდნენ.
ჭუხაის მთავარი ცენტრი, სიანგჭოუ, მაკაოსთან ერთად, გუანდუნის, ჰონგ-კონგისა და მაკაოს დიდი ყურის ნაწილს წარმოადგენს. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი აგლომერაცია, რომლის მოსახლოებამაც, 2020 წლის მონაცემებით, 65 565 622 ადამიანი შეადგინა.