![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/94/PtdDesert.jpg/640px-PtdDesert.jpg&w=640&q=50)
ჭრელი უდაბნო (არიზონა)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჭრელი უდაბნო — 380 კმ² ფართობის მქონე უნაყოფო არეალი აშშ-ში, ჩრდილოეთ არიზონაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1370 - 1980 მეტრზე.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭრელი უდაბნო. |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/94/PtdDesert.jpg/640px-PtdDesert.jpg)
ტერიტორია მოიცავს გაქვავებული ტყის ეროვნული პარკის ნაწილს. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლი 127-229 მმ-ს შეადგენს, საშუალო ტემპერატურა 31 41 ° C-ს.
უდაბნოე მიწა შეიცავს დიდი რაოდენობით რკინასა და მანგანუმს, რაც მის სხვადასხვა ფერებით აჭრელებას იწვევს.აქედან მომდინარეობს მისი სახელიც, რომელიც უდაბნოს ესპანელმა კოლონიზატორებმა უწოდეს.[1]
ბოლო 1 500 წლის მანძილზე ამ ტერიტორიაზე სახლობს ადგილობრივი ნავახოსა და ჰოპის ხალხი.