![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b1/Charnali_River_1.jpg/640px-Charnali_River_1.jpg&w=640&q=50)
ჭარნალი
მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჭარნალი — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 12,3 კმ, მდინარის აუზის ფართობი 25,3 კმ². სათავე აქვს პონტოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე 1142 მ სიმაღლეზე. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,6 მ³/წმ.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭარნალი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ჭარნალი, ქვეყანა ...
ჭარნალი | |
---|---|
![]() მდინარე ჭარნალი სოფელ ომბოლოსთან | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
სათავე |
პონტოს ქედი 41°31′07″ ჩ. გ. 41°35′07″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1142 მ |
შესართავი |
ჭოროხი 41°35′02″ ჩ. გ. 41°37′18″ ა. გ. |
სიგრძე | 12,3 კმ |
აუზის ფართობი | 25,3 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,6 მ³/წმ |
![]() ![]() |
დახურვა