![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/00/Chabua_Amirejibi_signature_%2528vect%2529.svg/langka-640px-Chabua_Amirejibi_signature_%2528vect%2529.svg.png&w=640&q=50)
ჭაბუა ამირეჯიბი
ქართველი მწერალი / From Wikipedia, the free encyclopedia
მზეჭაბუკ (ჭაბუა) ირაკლის ძე ამირეჯიბი (დ. 18 ნოემბერი, 1921, თბილისი — გ. 12 დეკემბერი, 2013, თბილისი) — ქართველი მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, რომან „დათა თუთაშხიასა“ და რიგი ნაწარმოებების ავტორი. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის (1979), საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1987), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1994) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998), ქართული პენ ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე, მსოფლიო წამყვან ინტელექტუალთა საზოგადოების წევრი, ნობელის პრემიის ნომინანტი (1996, 1999), თბილისის საპატიო მოქალაქე (2001), ღირსების ორდენის (2001), ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებისა და წმიდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი (2009).[2] 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნული თანხმობის და აღორძინების გაერთიანება“.
ჭაბუა ამირეჯიბი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 ნოემბერი, 1921(1921-11-18) |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 12 დეკემბერი, 2013(2013-12-12)[1] (92 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | მთაწმინდის პანთეონი |
ფსევდონიმი | ჭაბუა |
საქმიანობა | მწერალი და პოლიტიკოსი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ჟანრი | ეპოპეა და დრამა |
Magnum opus | დათა თუთაშხია |
ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ვახტანგ გორგასლის ორდენი და ღირსების ორდენი |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა |
![]() |