From Wikipedia, the free encyclopedia
წყნაროკეანური დროის სარტყელი — სტანდარტული დრო გრინვიჩის მერიდიანიდან 8 საათით უკან (UTC-08:00). ზაფხულში აღნიშნული სხვაობა იცვლება (UTC-07:00)-მდე.
აშშ-სა და კანადაში ამ დროის სარტყელს წყნაროკეანურ დროს (PT) უწოდებენ. დადგენილია წყნაროკეანური სტანდარტული დრო (PST) (ზამთარში) და წყნაროკეანური ზაფხულის დრო (PDT) (ზაფხულში). კანადა მიჰყვება აშშ-ის ზაფხულის დროს. მექსიკაში დროის სარტყელი UTC-08:00, ცნობილია როგორც ჩრდილო-დასავლური დროის სარტყელი (Zona Noroeste), რომელიც ადრე სინქრონიზირებულ იქნა აშშ-ის ზაფხულის დროსთან.
ეს სარტყელი მდებარეობს - ალასკის დროის სარტყელზე ერთი საათით წინ, მთის დროის სარტყელზე ერთი საათით უკან და აღმოსავლეთ დროის სარტყელზე სამი საათით უკან.
მიახლოებული შეფასებით ამ დროის სარყლის მოსახლეობა 53 462 949 კაცს შეადგენს. აქ გაერთიანებულია ვაშინგტონის, ორეგონის, ნევადის, კალიფორნიის, ქვედა კალიფორნიის, ბრიტანეთის კოლუმბიის და იუკონის ტერიტორიები.
1 000 000 მცხოვრებზე მეტი
700 000 მცხოვრებზე მეტი
400 000 მცხოვრებზე მეტი
200 000 მცხოვრებზე მეტი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.