From Wikipedia, the free encyclopedia
წყალბადის ფთორიდი, ფთორწყალბადი[4] (ქიმიური ფორმულა: ) — ფთორის ნაერთი წყალბადთან. მისი tდნ — 83.37°C, tდუღ — 19.43°C, სიმკვრივე — 980 კგ/მ³ (12°C); 19.43°C-ზე უფრო მაღალი ტემპერატურისას მკვეთრიი სუნის უფერული აირია, ამ ტემპერატურაზე უფრო დაბლა კი ადვილად მოძრავი უფერული სითხეა. წყალს ადვილად ერევა და მიიღება ფთორწყალბადმჟავა, ურთიერთქმედებს ლითონებთან, ჟანგეულებთან, ორგანულ ნაერთებთან. ფთორწყალბადს ღებულობენ კონცენტრირებული გოგირდმჟავისა და ფლუორიტის ურთიერთქმედებით. იყენებენ ურანის წარმოებაში, სინთეზური კრიოლითის მისაღებად, ფთორორგანული ნაერთების სინთეზისას და სხვა. ჰაერში ფთორწყალბადის ზღვრული დასაშვები კონცენტრაციაა 0.0005 მგ/ლ..
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | წყალბადის ფთორიდი |
ქიმიური ფორმულა | HF |
მოლური მასა | 20.006 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.15 (25 °C აირი) გ/სმ³ 0.99 (19.5 °C თხევადი) გ/სმ³ 1.663 (–125 °C მყარი) გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −83.6 °C |
დუღილის ტემპერატურა | 19.5 °C |
ქიმიური თვისებები | |
pKa | 3.17[1][2] |
სტრუქტურა | |
დიპოლური მომენტი | 1.86 დ |
უსაფრთხოება | |
LD50 | 4327 ppm (ზღვის გოჭი, 15 წუთი)[3] |
გამოიყენება მრავალი მნიშვნელოვანი ნაერთის დასამზადებლად, მათ შორის ფარმაცევტული საშუალებების და პოლიმერების (მაგალითად ტეფლონი). HF ფართოდ გამოიყენება ნავთობქიმიურ ინდუსტრიაში, როგორც ძლიერი მჟავების კომპონენტი. წყალბადის ფტორიდის დუღილის ტემპერატურა ახლოსაა ოთახის ტემპერატურასთან და გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა წყალბადის ჰალოიდების დუღილის ტემპერატურები.
წყალბადის ფტორიდი არის ძალზე საშიში აირი, რომელიც ტენიან გარემოსთან კონტაქტის დროს წარმოქმნის კოროზიულ ფთორწყალბადმჟავას. მისმა აირმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს, სიბრმავე რქოვანას სწრაფი განადგურებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.