წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი პსა-ის ვერსიით
From Wikipedia, the free encyclopedia
წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი პროფესიონალური საფეხბურთო ასოციაციის ვერსიით (ხშირად წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი პსა-ის ვერსიით, ან მოკლედ წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი) (ინგლ. Professional Footballers' Association Young Player of the Year) — ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო, რომელიც გაიცემა ინგლისური ფეხბურთის წლის საუკეთესო ახალგაზრდა (23 წლამდე) ფეხბურთელზე[1]. გამარჯვებულს ავლენენ ინგლისის ფეხბურთის პროფესიული კავშირის – პროფესიონალური საფეხბურთო ასოციაციის (პსა) წევრები.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5d/Giggs_cropped.jpg/170px-Giggs_cropped.jpg)
პირველად საუკეთესო ფეხბურთელი 1973–74 წლების სეზონის ბოლოს დაჯილდოვდა. გამარჯვებული „იპსვიჩ თაუნის“ ფეხბურთელი კევინ ბიტი იყო. ჯილდო ყველაზე მეტჯერ – 2-ჯერ, ოთხ ფეხბურთელს აქვს მიღებული: რაიან გიგზს, რობი ფაულერს, უეინ რუნის და დელე ალის. ბოლოს ჯილდო ტოტენჰემ ჰოტსპურის ფეხბურთელმა დელე ალიმ მიიღო.