From Wikipedia, the free encyclopedia
წისქვილი ჰააგასთან ახლოს — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული აკვარელის საღებავებით. წინათ ითვლებოდა, რომ ნახატის შესრულების თარიღი 1881 წელია, თუმცა ისტორიკოსთა ბოლო დასკვნით ის მომდევნო, 1882 წლის ზაფხულშია შესრულებული.[1]
წისქვილი ჰააგასთან ახლოს | |
---|---|
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1882 |
კატალოგი | F844 და JH59 |
ტიპი | აკვარელი |
სიმაღლე | 37,7 |
სიგანე | 56 |
მუზეუმი | პირადი კოლექცია |
ნახატი შესრულებულია ეტენის მუნიციპალიტეტში, სადაც ის 1881 წლის ოქტომბერში ჩავიდა. ნახტი არაა მოხსენიებული წყაროებსა თუ ლიტერატურაში, ამიტომ მასზე ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება, მაგრამ ნათელია, რომ ნახატი, რომელიც უნიკალურია იმით, რომ შესრულებულია აკვარელის საღებავებით დახატულია 1882 წლის ზაფხულში, მანამ, სანამ ვინსენტი ჰააგაში გაემგზავრებოდა.[1][2] წისქვილი (ნიდერლ. Laakmolen), რომელიც ნახატზეა გამოსახული, მდებარეობდა რეისვეიკში (52°4′4.16″N 4°19′56.98″E), სოფელში ჰააგასთან ახლოს.
აკვარელით შესრულებული ნამუშევარი £2 322 500-ად გაიყიდა ლონდონში, 2015 წლის ივნისში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.