From Wikipedia, the free encyclopedia
წითელი გაზელი ან წითელი ქურციკი (ლათ. Eudorcas rufina) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახის სამფერა გაზელის გვარისა. გავრცელებული ინფორმაციით იგი გადაშენებულია, მაგრამ ზუსტი ცნობა არ არსებობს. უწინ მას აერთიანებდნენ გაზელის გვარში, სანამ სამფერა გაზელი ქვეგვარიდან გვარის სტატუსამდე დაწინაურდებოდა. სავარაუდოდ გავრცელებული იყო კარგად გასარწყავებულ რაიონებში, ჩრდილოეთ აფრიკის ატლასის მთებში; უდაბნოში მისი გავრცელების ვარაუდი დაუშვებელია ხასხასა წითელი ფერის გამო.
წითელი გაზელი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Eudorcas rufina (Thomas, 1894) | |||||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
არასრული მონაცემები IUCN Data Deficient : 8974 | |||||||||||||||||
|
წითელი გაზელის ჩანაწერები არ არსებობს.[1] იგი ცნობილია XIX საუკუნეში ალჟირის, ორანის და ჩრდილოეთი ალჟირის ბაზრებზე შეძენილი სამი ნიმუშიდან. ისინი შემონახულია ლონდონის და პარიზის მუზეუმებში. ზოგიერთი ადამიანი, როგორიც ჯონათან კინგდონია მას წითელშუბლა გაზელის (E. rufifrons ან G. rufifrons) ქვესახეობად განიხილავს.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.