From Wikipedia, the free encyclopedia
წვიმების ზღვა[1] (ლათ. Mare Imbrium) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილულ მხარეზე.
წვიმების ზღვა | |
Mare Imbrium | |
მონაცემები | |
---|---|
სიგრძე | 1145.53 კმ. |
სახელწოდება | |
ეპონიმი | წვიმა |
დამტკიცებულია | IAU (1935) |
მდებარეობა | |
34.72° ჩ. გ. 14.91° დ. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
წვიმების ზღვა ვიკისაწყობში |
წვიმების ზღვა წარმოიქმნა დიდი მეტეორიტის ან კომეტის დაცემის შედეგად ადრე იმბრიულ პერიოდში (დაახლოებით 3.85 მილიარდი წლის წინ). ლავით შევსებისას კრატერის ფსკერი თანდათანობით გასწორდა, რის შედეგადაც წარმოიქმნა შედარებით ბრტყელი ზედაპირი 829 ათასი კმ² ფართობით. ზღვის ფსკერი არც თუ ისე გლუვია, უფრო ტალღოვანია, რაც ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ ლავამ დარტყმის აუზი არაერთხელ დატბორა.
ზღვის დიამეტრია 1123 კმ[2], შესაბამისად, წვიმების ზღვა არის სიდიდით მესამე (ქარიშხლების ოკეანისა და ცივი ზღვის შემდეგ) მთვარის ზღვა და დარტყმის ზემოქმედებით წარმოშობილი მეოთხე უდიდესი სტრუქტურა მზის სისტემაში.
ზღვის აუზი გარშემორტყმულია მთების სამი კონცენტრული ქედით, გარე ქედი იზრდება მიმდებარე ზედაპირიდან 7 კმ-მდე სიმაღლეზე. იმის გათვალისწინებით, რომ წვიმების ზღვის სიღრმე დაახლოებით 5 კმ-ია, სიმაღლეთა სხვაობა 12 კმ-ს აღწევს. გარე ქედის დიამეტრი 1300 კმ-ია. სელენოგრაფიულად მასში გამოიყოფა სამი დამოუკიდებელი სერი: სამხრეთით კარპატები, სამხრეთ-დასავლეთით აპენინები და აღმოსავლეთით კავკასიონი. ჩრდილოეთით და დასავლეთით მთების რგოლის ქედი გაცილებით ნაკლებად არის გამოხატული. ზღვის მიმდებარე მთების შუა რგოლს ქმნიან ალპები და ბორცვები არქიმედესა და პლატონის კრატერებთან. 600 კმ დიამეტრის შიდა რგოლი თითქმის მთლიანად იმალება ბაზალტების სისქის ქვეშ, რომლებიც ავსებენ ზღვის აუზს და მხოლოდ რამდენიმე ამოჭრილი მთის მწვერვალი ქმნის ძლივს შესამჩნევ წრიულ კონტურს.
ზღვიდან 800 კმ-მდე დაშორებით მოფენიალია კლდის ნამსხვრევებით მოფენილი რეგიონი. აუზის დასერილია რადიალური სრუქტურის ღარებით, რომელსაც ეწოდება Imbrium Sculpture. მთვარის რელიეფის ზოგადი სურათის გაანალიზებისას, უნდა აღინიშნოს კონცენტრული და ზღვისკენ მიმართული რადიალური სტრუქტურები, რომელთა წარმოშობა მეტყველებს იმაზე, რომ შეჯახებამ, რომელმაც წარმოშვა წვიმების ზღვა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მთვარის მთელ ლითოსფეროზე და გამოიწვია მასში კოლოსალური სტრუქტურული ცვლილებები. წვიმების ზღვის ზუსტად მთვარის საპირისპირო მხარეს არის ვან დე გრაფის კრატერი, რომელიც გარშემორტყმულია ქაოტური რელიეფით. ვარაუდობენ, რომ რელიეფის ეს ფორმა წარმოიქმნა სეისმური ტალღების ზემოქმედებით, რომლებმაც ზემოაღნიშნული ძლიერი შეჯახების შედეგად გაიარეს მთვარის სისქეში და წარმოიქმნეს იგი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.