![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fd/Common_crane_grus_grus.jpg/640px-Common_crane_grus_grus.jpg&w=640&q=50)
წერო
ფრინველთა გვარი / From Wikipedia, the free encyclopedia
წერო (ლათ. Grus) — ფრინველების გვარი წეროსნაირთა რიგისა. მოცავს ათ სახეობას, რომლებიც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე გვხვდებიან ანტარქტიდის გარდა.
წერო | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() რუხი წერო | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Grus (Brisson, 1760) | |||||||||||||
|
წეროები დიდი ზომის ფრინველები არიან, სხეულის სიგრძეა 90–155 სმ, ფრთის შლილი 150–240 სმ. მასა 2000–11000 გრამი. წეროს გრძელი კისერი და ფეხები აქვს და ყარყატთან და ყანჩასთან შედარებით მოკლე ნისკარტი. შეფერილია შავ, რუხ ან თეთრ ტონებში, ზოგ სახეობას აქვს წითელი შტრიხებიც თავის ზედა ნაწილში. ბინადრობენ ძირითადად ნოტიო ადგილებში, წყალსატევებისპირა ლერწმებში, ჭაობებში, ასევე ველებზე, მდინარების ხეობებსა და ტყეებში. ყარყატებისგან განსხვავებით ბუდეს ხეებზე არ იკეთებენ.
საქართველოში გავრცელებულია წეროტურფა (ლათ. Grus virgo) და რუხი წერო (ლათ. Grus nigra), რომლის პოპულაციაც მეტად მცირდება, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.