წამწე
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
წამწე, ფერმა — ბოლოებით ერთმანეთთან დაკავშირებული ძელებისგან შემდგარი კონსტრუქცია. სამშენებლო მექანიკაში წამწე ეწოდება ნებისმიერ ძელებიან კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც ხისტი კვანძების სახსრებით ჩანაცვლების შემთხვევაშიც გეომეტრიულად უცვლელი რჩება. წამწის ელემენტებში, მათი დისცენტრულობისა და კვანძგარეთა დატვირთვების გარეშე, წარმოიქმნება გამჭიმავი და შემკუმშავი ძალები. წამწის ელემენტებია: სარტყელი, დგარი და ირიბანა. წამწე ფართოდ გამოიყენება ინჟინერიაში, მექანიკის თითქმის ყველა დარგში.
„წამწე“ ძველქართულად ეწოდება სხვადასხვა ფორმით გადაბმულ ხიდის მზიდ ძელებს და თავად ამ კონსტრუქციაზე შეკიდულ ხიდს.[1][2] „ფერმა“ უცხო სიტყვაა და ფარანგულიდან დამკვიდრდა (ფრანგ. ferme), რაც თავის მხრივ, ლათინურიდან (ლათ. firmus) მომდინარეობს და მტკიცეს ნიშნავს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.