![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/6/64/Tbilisi_Admin_Map.jpg/640px-Tbilisi_Admin_Map.jpg&w=640&q=50)
ძველი თბილისის რაიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ძველი თბილისის რაიონი — თბილისის ადმინისტრაციული რაიონი 2007-2013 წწ, რომლის საზღვრები მეტწილად ძველი თბილისის ისტორიულ საზღვრებს ემთხვეოდა. ძველი თბილისის რაიონი შეიქმნა მანამდე არსებული მთაწმინდის, კრწანისის, ჩუღურეთის, ვაკის და ისნის რაიონების უბნების ნაწილის გაერთიანების ხარჯზე, და შესაბამისად, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე ვრცელდებოდა. რაიონს არსებობის მანძილზე სულ 3 გამგებელი ჰყავდა. 2013 წლის ხელ-ახალი რეფორმის საფუძველზე, რაიონი გაუქმდა და შემადგენელი უბნები კვლავ ადრინდელი სახით გადანაწილდა ახალ რაიონებზე.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ძველი თბილისი. |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/6/64/Tbilisi_Admin_Map.jpg/640px-Tbilisi_Admin_Map.jpg)
ძველი თბილისის რაიონი აერთიანებდა XIX საუკუნის ურბანულ განაშენიანებას მეტწილად ეკლექტური არქიტექტურით, რომელთაგან რამდენიმე ნაგებობა V საუკუნით თარიღდება. ქალაქის XIX საუკუნემდელ ნაწილს დღეისთის თითქმის აღარ მოუღწევია 1795 წელს სპარსელების შემოსევის გამო. ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობათა შორისაა ეკლესიები, მუზეუმები, გოგირდის აბანოები და ვიწრო ქუჩები ჩუქურთმიანი ხის აივნებით.