ცრუცუგა
From Wikipedia, the free encyclopedia
ცრუცუგა (ლათ. Pseudotsuga) — წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. უმეტესობა დიდი ხეა (100 მეტრი სიმაღლის). აქვს მურა რუხი ქერქი, დაკიდებული გირჩები. ცოცხლობს 500-700 წლამდე. 18-მდე სახეობა იზრდება ჩრდილოეთ ამერიკაში, იაპონიასა და ჩინეთის მთებში. მენზისის ანუ დუგლასის ცრუცუგა (P. menziesii) მოშენებულია კავკასიის, მ. შ. დასავლეთ საქართველოს ბაღებსა და პარკებში. ცრუცუგას მერქანს სამშენებლო და ავეჯის წარმოებაში იყენებენ.
სწრაფი ფაქტები ცრუცუგა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ცრუცუგა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Pseudotsuga | ||||||||||||
|
დახურვა