From Wikipedia, the free encyclopedia
ციხესიმაგრე — შენობა (ან შენობების კომპლექსი), რომელისაც აქვს საცხოვრებელი და სამხედრო ფუნქციები (ჰქონდა). ციხესიმაგრეების უმეტესობა დღემდე შემორჩა და ითვლება ისტორიული ძეგლად.
ციხესიმაგრეებს ჰქონდათ გარშემორტყმული გალავანი მტრებისგან დასაცავად. ციხესიმაგრეების დაპყრობა ხდებოდა მიწებზე ძალაუფლების მოპოვების მიზნით. ციხესიმაგრეების კონსტრუქცია მუდმივად იცვლებოდა, ემატებოდა ახალი ხრიკები თავდამსხმელების მოსაგერიებლად, მაგალითად მდუღარე წყალი (ან ზეთი) რომელსაც სპეციალური ხვრელებიდან ასხამდნენ და მტრებს ბუგავდნენ. თუმცა თავდამსხმელ მხარესაც ჰქონდა უამრავი ხრიკი როგორიცაა გვირაბის გაყვანა. ციხესიმაგრის დაპყრობა ხდებოდა ორი გზით: ალყის შემორტყმა და იქ გაჩერება სანამ თავდამცველ მხარეს საკვები არ გამოელეეოდა და არ დანებდებოდა (ეს თვეები გრძელდებოდა) ან შიგნით შეღწევა და დაცვის განადგურება. თუმცა საკმაოდ ბევრ ციხესიმაგრეს ალყა არასოდეს გადაუტანია.
ზოგჯერ ციხე-კოშკის გარშემო წყლის ზღუდე იყო, რომ მტრები არ შეღწეულიყვნენ ციხესიმაგრეში, ციხესიმაგრეებს ჰქონდათ გარე ეზო, სადაც მდებარეობდა საჯიბნოები, სახელოსნოები და სხვა, ციხესიმაგრის ცენტრი — შიდა ეზო კი მოიცავდა დარბაზს, სამლოცველოს და სამზარეულოს ფეოდალისთვის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.