ცისფერი მთები
From Wikipedia, the free encyclopedia
ცისფერი მთები (ინგლ. Blue Mountains) — მთები ავსტრალიაში, დიდი წყალგამყოფი ქედის ნაწილი (ახალი სამხრეთ უელსის შტატი). ცისფერი მთები ბრტყელთხემიანია, აქვს ფლატოვანი და ძლიერ დანაწევრებული კალთები. სიმაღლე 1360 მ-მდე. კოქსის ღრმა ხეობით იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. აგებულია კირქვებითა და ქვიშაქვებით. არის რელიეფის კარსტული ფორმები. შემოსილია ევკალიპტის ტყითა და სავანით. ხეობებში ხისებრი გვიმრის რაყეებია.
ქართული მხატვრული ფილმისთვის, იხილეთ ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი. |
სწრაფი ფაქტები ცისფერი მთები ...
ცისფერი მთები | |
---|---|
კოორდინატები: 33°43′05″ ს. გ. 150°18′38″ ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრალია |
უმაღლესი წერტილი | უსახელო პიკი |
სიმაღლე | 1360 მ |
სიგრძე | 96 კმ |
ამგებელი ქანები | კირქვა და ქვიშაქვა |
დახურვა