ცირცელა
From Wikipedia, the free encyclopedia
ცირცელა (ლათ. Sorbaria) — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ბუჩქებია. 10-მდე სახეობა გავრცელებულია აზიაში. ყოფილ სსრკ-ში, კერძოდ, ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთსა (დღევანდელი რუსეთი) და შუა აზიაში 4 სახეობა იყო გავრცელებული.
სწრაფი ფაქტები ცირცელა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ცირცელა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი ცირცელა | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Sorbaria (Ser. ex DC.) A.Braun, 1860 | |||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||
|
დახურვა
იზრდება ტენიან ადგილებზე, მდინარეებისა და ჭაობების ნაპირებზე. კავკასიაში ინტროდუცირებულია ცირცელას ხუთი სახეობა. მათგან ზოგიერთს აშენებენ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და თბილისში. ცირცელა დდეკორატიული ბუჩქებია და ფართოდ იყენებენ ბაღთმშენებლობაში, ზოგან ველურდება.