From Wikipedia, the free encyclopedia
ცინ შიხუანდი (ჩინ.: 秦始皇) (დ. ძვ. წ. 259 — გ. ძვ. წ. 210)[1] — ცინის სამეფოს მმართველი (ძვ. წ. 246 წლიდან), რომელმაც დაასრულა მრავალსაუკუნოვანი მეომარ სამეფოთა ეპოქა[2]. ძვ. წ. 221 წლისთვის დაამყარა მმართველობა შუა ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე და შევიდა ისტორიაში როგორც პირველი ჩინური ცენტრალიზებული სახელმწიფოს შემქმნელი. მის მიერ დაფუძნებული ცინის დინასტია, რომელიც მიზნად ისახავდა ჩინეთის ათი ათასი წლის განმავლობაში მართვას, ჩამოგდებული იქნა რამდენიმე წელიწადში მისი სიკვდილიდან.
ცინ შიხუანდი დღემდე რჩება ერთ-ერთ დისკუსიურ ფიგურად ჩინეთის ისტორიაში. ჩინეთის გაერთიანების შემდეგ მან და მისი უახლოესმა მრჩეველმა ლი შიმ გაატარეს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები.[2] მან წამოიწყო ისეთი გიგანტური პროექტები, როგორებიცაა ჩინეთის დიდი კედელი, ჩინეთის პირველი იმპერატორის მავზოლეუმი, გზების სისტემა და ტერაკოტის არმია. ამავდროულად მან დაწვა უამრავი მწიგნობარი და სხვადასხვა წიგნი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.