From Wikipedia, the free encyclopedia
ცინცინატი[4] (ინგლ. Cincinnati) — ქალაქი აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში, ოჰაიოს შტატში. ჰამილტონის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს ოჰაიოს შტატის სამხრეთ-დასავლეთით მდინარე ოჰაიოს ნაპირას, ოჰაიო-კენტუკის საზღვართან.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ცინცინატი ინგლ. Cincinnati | |||||
| |||||
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები | ||||
შტატი | ოჰაიო | ||||
ოლქი | ჰამილტონი | ||||
კოორდინატები | 39°06′00″ ჩ. გ. 84°30′45″ დ. გ. | ||||
მმართველი | Aftab Pureval[1] | ||||
დაარსდა | 1788[2] | ||||
ფართობი | 204.589872 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 147±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 309 317 (1 აპრილი, 2020)[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 513 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.cincinnati-oh.gov | ||||
302 605 მცხოვრებით (2018, შეფასება) ცინცინატი არის სიდიდით მესამე ქალაქი ოჰაიოს შტატში (კოლუმბუსის და კლივლენდის შემდეგ) და 65-ე ქალაქი აშშ-ში.[5]
ნავსადგური მდინარე ოჰაიოზე. სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძი. აშშ-ის დიდი სამრეწველო, სავაჭრო-საფინანსო და კულტურული ცენტრი. განვითარებულია მანქანათსაშენი, ლითონდასამუშავებელი, ქიმიური და კვების მრეწველობა. ცინცინატი ჩარხთმშენებლობის, ელექტროტექნიკური და რადიოელექტრონული მრეწველობის, ავიაძრავების, რაკეტების, საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებისა და მანქანების, სამრეწველო მოწყობილობების წარმოების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია. ავეჯისა და ქაღალდის მრეწველობა, პარფიუმერიის, მედიკამენტების წარმოება.[4]
ქალაქში არის უნივერსიტეტი, ზოოპარკი (აშშ-ში სიძველით მეორე[6]). ცინცინატი დაარსდა 1788 წელს.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.