![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bd/PN_Tierra_del_Fuego_%2528View_Costera%2529.jpg/640px-PN_Tierra_del_Fuego_%2528View_Costera%2529.jpg&w=640&q=50)
ცეცხლოვანი მიწის ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ცეცხლოვანი მიწის ეროვნული პარკი (ესპ. Tierra del Fuego National Park) — ეროვნული პარკი არგენტინაში, კუნძულ ცეცხლოვანი მიწის არგენტინის კუთვნილ ტერიტორიაზე. შეიქმნა 1960 წელს.
სწრაფი ფაქტები ცეცხლოვანი მიწის ეროვნული პარკი Tierra del Fuego National Park ...
ცეცხლოვანი მიწის ეროვნული პარკი
Tierra del Fuego National Park | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | ცეცხლოვანი მიწის პროვინცია, არგენტინა |
კოორდინატები | 54°40′00″ ს. გ. 68°30′00″ დ. გ. |
ფართობი | 630 კმ² |
დაარსდა | 1960 |
მმართველი ორგანო | არგენტინის ეროვნული პარკების ადმინისტრაცია |
დახურვა
მდებარეობს ქალაქ უშუაიას შემოგარენში, ჩილეს საზღვრის გასწვრივ. მოიცავს 630 კმ²-ს. პარკში მრავალი ჩანჩქერი, ტყე, მთა და მყინვარია. შექმნილია ადგილობრივი გარემოს დაცვის მიზნით. აქ ბინადრობს მრავალი სახეობის ცხოველი.