![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/58/Ceres_-_RC3_-_Haulani_Crater_%252822381131691%2529.jpg/640px-Ceres_-_RC3_-_Haulani_Crater_%252822381131691%2529.jpg&w=640&q=50)
ცერერა
მცირე ცთომილები / From Wikipedia, the free encyclopedia
ცერერა (1 Ceres — მცპ-ის კატალოგის მიხედვით; სიმბოლო: )[1] — ასტეროიდული ტიპის ჯუჯა პლანეტა. ცერერა აღმოაჩინა იტალიელმა ასტრონომმა ჯუზეპე პიაციმ 1801 წლის 1 იანვარს. ეს არის ყველაზე მასიური სხეული. დიდი ხნის განმავლობაში ცერერა ითვლებოდა სრულყოფილ პლანეტად, თუმცა შემდგომ მოხდა მისი კლასიფიკაცია როგორც ასტეროიდის, ხოლო საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 2006 წლის 24 აგვისტოს XXVI საკ-ის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ცერერა ჩაითვალა ჯუჯა პლანეტად. მისი ეკვატორული დიამეტრია დაახლოებით 980 კმ-ია, ხოლო პოლარული დიამეტრი 910 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე 17 882 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს. მზის მხარეს (პერიფელიუმში) ზედაპირის მაქსიმალური ტემპერატურაა -34 °C (239 °K).
![]() |
ეს სტატია ჯუჯა პლანეტას ეხება. მითოლოგიური ღვთაების შესახებ იხილეთ ცერერა. |
მეტი ინფორმაცია აღმოჩენის ისტორია, აღმოაჩინა ...
|
დახურვა