ჩულიმი (ობის შენაკადი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩულიმი (რუს. Чулым) — მდინარე ტომსკის ოლქში, ხაკასეთსა და კრასნოიარსკის მხარეში, ობის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 1799 კმ, აუზის ფართობი 134 ათ. კმ². წარმოიქმნება მდინარეების თეთრი და შავი იუსის შეერთებით, რომლებსაც სათავე აქვთ კუზნეცკის ალათაუში. სათავიდან ქალაქ აჩინსკამდე მთის მდინარეა, ჩულიმ ენისეის ქვაბულში იტოტება, ქვემოთში განიერ (10 კმ-მდე) ჭალას წარმოქმნის, სადაც უამრავი ტბა და ნარიონალია. უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის მაის-ივლისში. წყლის საშუალო ხარჯი 785 მ³/წმ, მაქსიმალური (შესართავიდან 131 კმ-ზე) — 8220 მ³/წმ, მინიმალური — 108 მ³/წმ. იყინება ნოემბრის დასაწყისში, ყინულძვრაა აპრილ-მაისში. გამოიყენება ხე-ტყის დასაცურებლად. სანაოსნოა შესართავიდან 1773 კმ. ჩულინის ნაპირზეა ქალაქები: ნაზაროვო, აჩინსკი და ასინო
სწრაფი ფაქტები ჩულიმი Чулым, ქვეყანა ...
ჩულიმი Чулым | |
---|---|
ჩულიმი აჩინსკთან | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ტომსკის ოლქი, ხაკასეთი და კრასნოიარსკის მხარე |
ქალაქები | ნაზაროვო, აჩინსკი და ასინო |
სათავე | 54°56′56″ ჩ. გ. 89°50′02″ ა. გ. |
შესართავი |
ობი 57°43′54″ ჩ. გ. 83°49′34″ ა. გ. |
სიგრძე | 1799 კმ |
აუზის ფართობი | 134 000 კმ² |
წყლის ხარჯი (მინ.) | 108 მ³/წმ |
წყლის ხარჯი (საშ.) | 785 მ³/წმ |
წყლის ხარჯი (მაქს.) | 8220 მ³/წმ |
![]() ![]() | |
![]() |
დახურვა