![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d9/Nordaustlandet.png/640px-Nordaustlandet.png&w=640&q=50)
ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა (ნორვ. Nordaustlandet) — მეორე უდიდესი კუნძული შპიცბერგენის არქიპელაგში, ნორვეგია. კუნძულის ფართობი შეადგენს 14 443 კმ². სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს დასავლეთი შპიცბერგენი. მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა გამოყოფილია ჰინლოპენის სრუტით. კუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია მყინვარებს, მათგან ფართობით ყველაზე დიდია აუსტფონა და ვესტფონა. კუნძულის ძირითადი ნაწილი, მოქცეულია ტუნდრაში. ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა, ჩრდილოური ირემის და მორჟის საცხოვრებელი ადგილია. შპიცბერგენის არქიპელაგის ეს მიდამოები სრულიად უკაცრიელია. კუნძული დაუსახლებელია.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d9/Nordaustlandet.png/320px-Nordaustlandet.png)
კუნძულის უმაღლესი წერტილი შეადგენს 700 მეტრს.