ჩრდილოეთი კაპლანდი (ინგლ. Northern Cape, აფრ. Noord-Kaap, კოს. Mntla-Koloni, ტსვანა Kapa Bokone) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. ფართობის მხრივ იგი ყველაზე დიდი პროვინციაა ქვეყანაში, უკავია ტერიტორიის 30 %, გეოგრაფიულად მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. პროვინციას დასავლეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, სამხრეთიდან დასავლეთი კაპლანდი, ჩრდილოეთით ბოტსვანა და ნამიბია. მიუხედავად იმისა, რომ პროვინცია ტერიტორიით ყველაზე დიდია ქვეყანაში, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მას უკავია უკანასკნელი ადგილი. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი კიმბერლი.
პროვინცია | |||
---|---|---|---|
ჩრდილოეთი კაპლანდი ინგლ. Northern Cape აფრ. Noord-Kaap კოს. Mntla-Koloni ტსვანა Kapa Bokone | |||
| |||
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | ||
ადმ. ცენტრი | Kimberley | ||
შიდა დაყოფა | Namakwa District Municipality, Pixley ka Seme District Municipality, ZF Mgcawu District Municipality, Frances Baard District Municipality და John Taolo Gaetsewe District Municipality | ||
კოორდინატები | 30°00′00″ ს. გ. 22°00′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Zamani Saul | ||
დაარსდა | 27 აპრილი, 1994 | ||
ფართობი | 372 889 კმ² | ||
მოსახლეობა | 1 145 861 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 3,07 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] | ||
ოფიციალური საიტი | northern-cape.gov.za | ||
გეოგრაფია და კლიმატი
ჩრდილოეთი კაპლანდის პროვინცია – ფართობის მხრივ ყველაზე დიდია ქვეყანაში და ცოტათი აღემატება კიდეც ისეთ ქვეყანას, როგორიცაა გერმანია. ტერიტორიის დიდი ნაწილი მდებარეობს კარუს რეგიონში და ხასიათდება დანალექი ქანებით და დიაბაზური ნარევებით. პროვინციის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი საკმაოდ მაღალია (1200–1900 მეტრი). დასავლეთი ბორცვებიანი და მთიანი, აქ ჭარბობს გრანიტი და სხვა მეტამორფული ქანები. ცენტრალური რაიონები — შედარებით მოსწორებული და თანაბარია. პროვინციის ჩრდილოეთი ნაწილი მდებარეობს კალაჰარის უდაბნოს რაიონში, ამ ადგილებისათვის დამახასიათებელია წითელი ქვიშის დიუნები და უდაბნოს მცენარეულობა.
ჩრდილოეთი კაპლანდის პროვინციის კლიმატი საკმაოდ რბილი და მშრალია. ნალექების წლის საშუალო დონე იზრდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, პროვინციის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 202 მმ-ს. ამავე დროს ზოგიერთ რაიონში მოდის 400 მმ-ზე მეტი რაოდენობის ნალექი, ხოლო ზოგიერთ რაიონში ეს მაჩვენებელი ძლივს აღწევს 20 მმ-მდე. ყველაზე უფრო მაღალი ტემპერატურა, არა მხოლოდ პროვინციაში, არამედ მთელ ქვეყანაში, შეინიშნება ნამიბიის საზღვრის გასწვრივ. ტემპერატურის მაქსიმუმი ზაფხულში შეადგენს 30 °С-ს, ხოლო ზოგჯერ 40 °С-საც აღწევს. ზამთრის ამინდი საკმაოდ ყინვიანი და მზიანია, ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა ზოგჯერ 0 °С-ს ქვემოთ ეშვება.
მოსახლეობა
2011 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 1 145 861 ადამიანს.[1][2] პროვინვიაში საკმაოდ დაბალი მოსახლეობის სიმჭიდროვეა (3,07 ად./კმ²). მოსახლეობის 53,8 % ლაპარაკობს აფრიკაანსის ენაზე, ხოლო ტსვანას ენაზე საუბრობს მოსახლეობის 33,1 %.[3] ეთნიკური ჯგუფების მხრივ პროვინციის მოსახლეობის 50,4 % შავკანიანია, 40,3 % — ფერადკანიანი, 7,1 % — თეთრკანიანი და 0,7 % — აზიელი.[2]
დიდი ქალაქები
მოსახლეობა 50 000 და უფრო მეტი მაცხოვრებლით
- კიმბერლი
- აპინგტონი
მოსახლეობა 10 000 და უფრო მეტი მაცხოვრებლით
- დუგლასი
- ბარკლი-უესტი
- კოულსბერგი
- დე-აარი
- იან-კემპდორპი
- კატუ
- კურუმანი
- პოსტმასბურგი
- პრისკა
- სპრინგბოკი
- ვიქტორია-უესტი
- უორენტონი
ადმინისტრაციული დაყოფა
ადმინისტრაციულად პროვინცია იყოფა 5 სასოფლო ოლქად:
- ნამაკვა (Namakwa)
- პიქსლი-კა-სემე (Pixley ka Seme)
- სიიანდა (Siyanda)
- ფრანსე-ბაარდი (Frances Baard)
- ჯონ ტაოლო გაეტსევე (John Taolo Gaetsewe)
ეკონომიკა
პროვინციის ეკონომიკა დამყარებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე (პირველ რიგში ალმასების) და სოფლის მეურნეობაზე. პროვინციაში მდებარეობს ქვეყნის მნიშვნელობით მეორე სარკინიგზო კვანძი — დე-აარი.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.