From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთის რეგიონი (ინგლ. North Region, ფრანგ. Région du Nord) — რეგიონი კამერუნის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კამერუნის უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონს, სამხრეთიდან ადამავის რეგიონს, დასავლეთიდან ნიგერიას, აღმოსავლეთიდან ჩადს და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი გარუა.
რეგიონი | |
---|---|
ჩრდილოეთის რეგიონი ინგლ. North Region ფრანგ. Région du Nord | |
ქვეყანა | კამერუნი |
ადმ. ცენტრი | გარუა |
შიდა დაყოფა | Bénoué, Faro, Mayo-Louti და Mayo-Rey |
კოორდინატები | 9°19′14″ ჩ. გ. 13°23′44″ ა. გ. |
დაარსდა | 1983 |
ფართობი | 66 090 კმ² |
მოსახლეობა | 2 410 936[1][2][3][4] კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 36,48 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
რეგიონის დიდი ნაწილი დაფარულია ტყიანი სავანებით, ჩრდილოეთით მცენარეულობა უფრო მეჩხერია, ბალახოვანი საფარი უფრო იშვიათია, ხეები უფრო იზოლირებულია. ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობებია — აკაცია, ბაობაბი, პალმების ზოგიერთი სახეობა. ცხოველებს შორის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანია ბეჰემოთი, ტურა, მაიმუნების ზოგიერთი სახეობა, ქვეწარმავლების სხვადასხვა სახეობა. ქალაქ გარუას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ბენუეს ეროვნული პარკი.
მთავარი ეთნიკური ჯგუფი — მომთაბარე მუსლიმი ფულბეს ტომის ხალხი, მათ გარდა ასევე ცხოვრობს ბევრი ტომის ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ ადამავის, ჩადის და ნილო-საჰარულ ენებზე. სხვადასხვა ეთნოსს შორის სასაუბრო ენაა ფულანი, საგანმანათლებლო ენა — ფრანგული.
რეგიონი იყოფა 4 დეპარტამენტად:
რუკა | დეპარტამენტის სახელი (ქართ.) | დეპარტამენტის სახელი (ფრანგ.) | ფართობი, კმ² |
ადმინისტრაციული ცენტრი |
---|---|---|---|---|
ბენუე | Bénoué | 13 614 | გარუა
(Garoua) | |
ფარო | Faro | 11 785 | პოლი
(Poli) | |
მაიო-ლუტი | Mayo-Louti | 4162 | გუიდერი
(Guider) | |
მაიო-რეი | Mayo-Rey | 36 529 | ტშოლირე
(Tcholliré) | |
სულ | 66 090 | |||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.