ჩოლოქი
მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და გურიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჩოლოქი — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ნატანების მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ჭახათის მთაზე, 803 მ სიმაღლეზე. სიგრძე 29,5 კმ, მდინარის აუზის ფართობი 159 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. ახასიათებს წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 9,5 მ³/წმ. ჩოლოქის შენაკადებია ლეღვა, შარისწყალი და ოჩხამური.[1]
სწრაფი ფაქტები ჩოლოქი, ქვეყანა ...
ჩოლოქი | |
---|---|
ხიდი მდინარე ჩოლოქზე | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურიის მხარე |
სათავე |
ჭახათის მთა 41°49′13″ ჩ. გ. 41°57′28″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 803 მ |
შესართავი |
ნატანები 41°54′38″ ჩ. გ. 41°46′12″ ა. გ. |
სიგრძე | 29,5 კმ |
აუზის ფართობი | 159 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 9,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ჩოლოქი ვიკისაწყობში |
დახურვა