ჩკალოვის კიბე
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩკალოვის კიბე (რუს. Чкаловская лестница) — მონუმენტალური კიბე ნიჟნი-ნოვგოროდის ისტორიულ ცენტრში. აკავშირებს ზემო ვოლგისა და ქვემო ვოლგის სანაპიროებს. აგებულია არქიტექტორების ალექსანდრე იაკოვლევის, ლევ რუდნევისა და ვლადიმირ მუნცის პროექტის მიხედვით[1]. ჩკალოვის კიბე რუსეთში[2] ყველაზე გრძელი კიბეა[3]. კიბე იწყება ვალერი ჩკალოვის ძეგლის ახლოს მდებარე მოედნიდან, რომელიც მდებარეობს კრემლის გეორგიევსკის კოშკთან. კიბე აგებულია რვიანის ფორმით და შედგება 560 საფეხურისაგან, თუკი ჩავთვლით რვაიანის ყველა საფეხურს. გვერდითი საფეხურების შეერთების ადგილზე გადასახედი მოედანია მოწყობილი.
სწრაფი ფაქტები ჩკალოვის კიბე Чкаловская лестница, კოორდინატები ...
ჩკალოვის კიბე Чкаловская лестница | |
---|---|
ხედი გეორგიევსკის კოშკის ფონზე | |
კოორდინატები | 56.330833° ჩ. გ. 44.009444° ა. გ. / 56.330833; 44.009444 |
მდებარეობა | ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი |
არქიტექტორი | ალექსანდრე იაკოვლევი, ლევ რუდნევი, ვლადიმირ მუნცი |
ტიპი | სტალინისტური არქიტექტურა |
დაწყების თარიღი | 1943 |
დასრულების თარიღი | 1949 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5201238000 |
დახურვა