![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/49/Roma_-_panoramio_%252862%2529.jpg/640px-Roma_-_panoramio_%252862%2529.jpg&w=640&q=50)
ჩინეჩიტა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინეჩიტა (იტალ. Cinecittà — „კინოს ქალაქი“, „კინოქალაქი“) — კინოსტუდიის კომპლექსი რომში, იტალია, რომლის ფართობი შეადგენს 400 000 მ²-ზე მეტს და წარმოადგენს ყველაზე დიდ კინოსტუდიას ევროპაში. ითვლება იტალიური კინოს ცენტრად. განლაგებულია რომის გარეუბნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტუსკულანის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრიდან დაახლ. 9 კილომეტრში.[1][2]
ჩინეჩიტა | |
---|---|
Cinecittà | |
![]() | |
| |
ზოგადი ინფორმაცია | |
არქიტექტურული სტილი | რაციონალიზმი |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქი | რომი |
მდებარეობა | რომი, იტალია |
მისამართი | Via Tuscolana, 1055 |
კოორდინატები | 41°51′00″ ჩ. გ. 12°34′00″ ა. გ. |
დამკვეთი | Cinecittà Studios |
მფლობელი | Istituto Luce Cinecittà |
დაიწყო | 30 იანვარი, 1936 |
დასრულდა | 21 აპრილი, 1937 |
გაიხსნა | 28 აპრილი, 1937 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
ფართობი | ≈ 400 000 მ² და მეტი |
არქიტექტორ(ებ)ი |
ჯინო პერესუტი იტალ. Gino Peressutti |
მთავარი კონტრაქტორი |
კარლო რონკორონი იტალ. Carlo Roncoroni |
საიტი | |
cinecittastudios.it |
კინოსტუდიაში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ იტალიური და მსოფლიო კინოხელოვნების აღიარებული წარმომადგენლები. მათ შორის რეჟისორები და მსახიობები — ფედერიკო ფელინი, ეტორე სკოლა, რობერტო როსელინი, ლუკინო ვისკონტი, სერჯო ლეონე, ვიტორიო დე სიკა, ბერნარდო ბერტოლუჩი, ფრენსის ფორდ კოპოლა, მარტინ სკორსეზე, რობერტო ბენინი, მელ გიბსონი, ალბერტო სორდი, ანა მანიანი, სოფი ლორენი, ჯინა ლოლობრიჯიდა, კლაუდია კარდინალე და სხვ. კინოსტუდიის არსებობის მანძილზე, აქ გადაიღეს 3000 ფილმზე მეტი, რომელთაგან 90 ფილმს ერგო „ოსკარის“ ნომინაცია, მათგან 47-მა ჯილდო მოიპოვა.