![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/76/Diplomatic_relations_of_the_People%2527s_Republic_of_China.svg/langka-640px-Diplomatic_relations_of_the_People%2527s_Republic_of_China.svg.png&w=640&q=50)
ჩინეთის საგარეო ურთიერთობები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინეთს, ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სრული დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 193 სახელმწიფოდან 178 ქვეყანასთან, კუკის კუნძულებთან, ნიუესა და პალესტინის სახელმწიფოსთან აქვს. 2019 წელს ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მეტი დიპლომატიური მისია ჰყავდა.[1][2] როგორც ძლიერი სახელმწიფო და პოტენციური სუპერსახელმწიფო,[3][4] ჩინეთი აღნიშნავს, რომ იგი „პირდაპირ მიჰყვება მშვიდობის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას“.[5] ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური მიზნები მიმართულია ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ინტეგრირებისკენ, რაც ქვეყნის რეფორმისა და ღია პოლიტიკის დანერგვის, ასევე მოდერნიზაციისა და მსოფლიო მშვიდობისა და განვითარების ხელშეწყობისთვის სათანადო საერთაშორისო გარემოს შექმნისკენაა მიმართული. საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას პრინციპი „სუვერენიტეტი და ტერიტორიული ინტეგრირება“ არ არის ჩართული იმ ქვეყნებთან დიპლომატიურ ურთიერთობებში, რომლებიც ტაივანს ცნობენ. ამ უკანასკნელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ცალკე ერად არ მიიჩნევს.[6]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/76/Diplomatic_relations_of_the_People%27s_Republic_of_China.svg/320px-Diplomatic_relations_of_the_People%27s_Republic_of_China.svg.png)
ჩინეთი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და მნიშვნელოვანი ადგილები უკავია, როგორიცაა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობა. ჩინეთი ბირთვულ იარაღს ფლობს და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი. დღეისთვის ქვეყნის საგარეო ურთიერთობები ხასიათდება მეზობელ ქვეყნებთან და მსოფლიოს სუპერსახელმწიფოებთან სტრატეგიული ურთიერთობით, რაც ჩინეთის ეროვნული ინტერესების შესაბამისია და კონკურენტულ მსოფლიოში გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის შიდა განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნას უწყობს ხელს.[7]