ჩინეთის არქიტექტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინეთის არქიტექტურა - ჩინეთის არქიტექტურული ტრადიცია. ჩინეთის არქიტექტურის დტანდარტი ჩამოყალიბდა ჩინეთის იმპერიის დროს და მის შემდეგ დიდად არ შეცვლილა, იცვლებოდა მხოლოდ დეკორის სტილი. გავლენა იქონია აზიის სხვა ქვეყნების არქიტექტურაზე, კერძოდ იაპონიაში, კორეაში, ვიეტნამში, ტაილანდში, მალაიზიაში, სინგაპურში, ფილიპინებში, მონღოლეთში და ინდონეზიაში. ტიპურად ხასიათდება სიმეტრიულობით, ფენ-შუის წესების დაცვით, დიდი ღია სივრცეებით, კოსმოლოგიური და მითოლოგიური სიმბოლიზმით. ძირითადად ერთგვაროვანია, განსხვავდება ნაგემომის სტატუსის (სამეფო, ჩვეულებრივი, რელიგიური) მიხედვით, არსებობს მცირე განსხვავებები რეგიონის მიხედვით. სამშენებლო მატერიალი ჩვეულებრივად ხეა, რის გამოც ბევრმა ნაგემომამ ჩვენამდე ვერ მოაღწია - ჩინეთის არქიტექტურაზე ცნობების უმეტესობა დაფუძვნებულია ნაგებობების შემორჩენილ კერამიკულ მინიატურებზე.
თანამედროვე ჩინეთში არქიტექტორები ხშირად ცდილობენ ტრადიციული ელემენტების თანამედროვესთან შერწყმას, მაგრამ ქალაქებში ტრადიციული არქიტექტურა ვეღარ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. გაჩნდა საჭიროება სწრაფი და პრაქტიკული მშენებლობის, როდესაც ტრადიციულ ჩინურ სახლებს არ აქვთ სამზე მეტი სართული. სოფლებში ტრადიციები მეტად შემორჩენილია - მოთხოვნადია ხის და ქვის დამუშავების კლასიკური ტექნიკები.