From Wikipedia, the free encyclopedia
ჩიკაგოს უნივერსიტეტი (ინგლ. University of Chicago) — კერძო კვლევითი უნივერსიტეტი ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, აშშ. დაარსდა 1890 წელს ამერიკული ბაპტისტური საგანმანათლებლო საზოგადოების მიერ ნავთობმაგნატ ჯონ როკფელერის ფინანსური ხელშეწყობით. უნივერსიტეტი მოიცავს კოლეჯს, მრავალ აკადემიურ პროგრამას, 4 აკადემიურ ქვეგანყოფილებას შორის ორგანიზებულ ინტერდისციპლინარულ კომიტეტებს და 7 პროფესიულ სკოლას. ხელოვნებისა და მეცნიერების გარდა, უნივერსიტეტი ცნობილია თავისი სხვა პროფესიონალური სკოლებითაც, როგორებიცაა: პრიცკერის მედიცინის სკოლა, ბიზნესის სკოლა, სამართლის სკოლა, სოციალური სერვისების ადმინისტრირების სკოლა, საღვთისმეტყველო სკოლა და სხვა. ამ კოლეჯებში ამჟამად 5000, ხოლო ზოგადად მთელს უნივერსიტეტში 15 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.
უნივერსიტეტის პირველი პრეზიდენტი უილიამ რეინი ჰარპერი გახდა 1891 წელს, ხოლო პირველი კლასი 1892 წელს გაიხსნა. ბოთ ჰარპერი და უნივერსიტეტის მომავალი პრეზიდენტი რობერტ მეინარდ ჰატჩინსი ფიქრობდნენ, რომ სასწავლო გეგმა თეორიულ ცოდნასა და მუდმივ პრობლემებზე უნდა დაფუძნებულიყო და არა გამოყენებითი მეცნიერებებსა და კომერციულ მოგებაზე. ჰარპერის ინიციატივითვე, ჩიკაგოს უნივერსიტეტი ამერიკული უნივერსიტეტების ასოციაციის 14 დაფმუძნებელ წევრს შორის ერთ-ერთი გახდა, უნივერსიტეტების კვლევითი ასოციაციის წევრი კი უკვე 1907 წლიდანაა.
ჩიკაგოს უნივერსიტეტი სახელგანთქმულია ცნობილი ბიზნესმენებითა და მილიონერებით.[14][15][16] Academic Ranking of World Universities-მა და US News and World Report-მა ის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულში შეიყვანეს. [17] University of Chicago Law School-მა და Pritzker School of Medicine-მა კი ამერიკული უნივერსიტეტების საუკეთესო ხუთეულში.[18]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.