From Wikipedia, the free encyclopedia
ჩიკაგო (აგრეთვე ცნობილი როგორც „მეორე ქალაქი“ ან „ქარის ქალაქი“, პოტავატომის ტომის ინდიელები, რომლებიც ამ ადგილას სახლობდნენ თეთრკანიანი ახალმოსახლეების გამოჩენამდე ამ ადგილას „ჩეეკაგუ“-ს უწოდებდნენ) — მოსახლეობით მესამე უდიდესი ქალაქი აშშ-ში ნიუ-იორკისა და ლოს-ანჟელესის შემდეგ. ჩიკაგო მდებარეობს შუა-დასავლეთის შტატ ილინოისში მიჩიგანის ტბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ. გარეუბნებსა და გარშემო მდებარე ქაუნთების ჩათვლით ჩიკაგოლენდის დიდი მეტროპოლია 10 მილიონამდე მოსახლეს ითვლის.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩიკაგო Chicago | |||||
ჩიკაგოს პანორამა | |||||
| |||||
ქვეყანა | აშშ | ||||
შტატი | ილინოისი | ||||
ქაუნთი | კუკი | ||||
კოორდინატები | 41°52′55″ ჩ. გ. 87°37′40″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | რამ ემანუელი | ||||
დაარსდა | 1795 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1837 | ||||
ფართობი | 606,2 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 179 მ | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||||
მოსახლეობა | 2 693 976 კაცი (2019) | ||||
სიმჭიდროვე | 4,816 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 9,785,747 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-6, ზაფხულში UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | 312, 773 | ||||
საფოსტო ინდექსი | 60601–60827 | ||||
ოფიციალური საიტი | cityofchicago.org | ||||
1833 წელს დაფუძნებული მცირე სასაზღვრო დასახლება ოლდ-ნორზვესტიდან ქალაქი გაიზარდა და განვითარდა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მეტროპოლიად და დღეს ჩიკაგო მსოფლიოს „ალფა“ (ყველაზე გავლენიანი) ქალაქების ათეულშია. ჩიკაგო იყო ადგილი, სადაც მსოფლიოში პირველი ცათამბჯენი აშენდა და დღეისთვის იგი შუადასავლეთის ფინანსური, სატრანსპორტო და კულტურული დედაქალაქია. ქალაქი ასევე ცნობილია მისი ეთნიკური მრავალფეროვნებით. ჩიკაგოს ცათამბჯენები, ადგილობრივი სამზარეულო, პოლიტიკური ტრადიციები და სპორტული გუნდები მისი ყველაზე ცნობილი სიმბოლოებია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.