![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/17/Mediterranean_Cat_Snake.jpg/640px-Mediterranean_Cat_Snake.jpg&w=640&q=50)
ჩვეულებრივი კატისთვალა გველი
From Wikipedia, the free encyclopedia
კატისთვალა გველი (ლათ. Telescopus fallax) — გველი ანკარასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 70 სანტიმეტრს აღწევს. ზურგის მხრიდან მოშავო-მონაცრისფრო ფერისაა. ზურგზე გასდევს შავი ზოლები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილნი არიან ღია ფერის არეებით.
სწრაფი ფაქტები ჩვეულებრივი კატისთვალა გველი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ჩვეულებრივი კატისთვალა გველი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ჩვეულებრივი კატისთვალა გველი | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Telescopus fallax | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 157258 | |||||||||||||||||
|
დახურვა
გავრცელების არეალი: აზერბაიჯანი, ნახიჩევანი, დაღესტანი, საქართველო. ცხოვრობს მშრალ, ქვა-ღორღიან ადგილებში. იკვებება ხვლიკებით, პატარა ფრინველებით, რომლებსაც პირდაპირ ბუდიდან იტაცებს. ნადავლს ჯერ შხამავს, შემდგომ სხეულით ძვლებში ამტვრევს და ყლაპავს. კარგად ადის ხეებზე. საშიშროების დროს იღებს დამახასიათებელ პოზას: სხეულის უკანა ნაწილს დაიხვევს, წინას კი მიწიდან ზევით აღმართავს, აკეთებს გამაფრთხილებელ მოძრაობებს.