ჩეჯუს ვულკანური კუნძული და ლავის ხვრელებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სამხრეთ კორეაში. ჩეჯუ, იგივე ჩეჯუდო ვულკანური კუნძულია, რომელიც კორეის სამხრეთი სანაპიროდან 130 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მისი ფართობი 1 846 კმ²-ია და წარმოადგენს სამხრეთ კორეის უდიდეს კუნძულსა და ყველაზე პატარა პროვინციას. კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს სამხრეთ კორეის უმაღლესი მწვერვალი და ჩამქრალი ვულკანი ჰალასანი (1 950 მ). მისი ვულკანური აქტივობები დაიწყო ცარცულ პერიოდში და გრძელდებოდა მესამეულ სისტემამდე. ბოლო აქტივობა დაფიქსირდა 800 წლის წინ. კუნძული შედგება ვულკანური კლდეებისა და ნიადაგისგან, რომლებიც ჰალსანის მოქმედების შედეგია.

სწრაფი ფაქტები ჩეჯუს ვულკანური კუნძული და ლავის ხვრელები*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ჩეჯუს ვულკანური კუნძული და ლავის ხვრელები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Thumb
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, viii
სია
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 33°22′ ჩ. გ. 126°32′ ა. გ.
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2007  (31-ე სესია)
ნომერი 1264
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
დახურვა
სწრაფი ფაქტები
დახურვა

ჩეჯუ მეცნიერულად განსაკუთრებით ფასეულია, რადგან აქ მდებარეობს ლავური მილების სისტემა. ეს ბუნებრივი მილსადენები, რომლებშიც ერთ დროს მაგმა მიედინებოდა, ახლა ცარიელია და წარმოადგენს მღვიმეებს, რომლებიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში ამ ტიპის მღვიმეებს შორის.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.