From Wikipedia, the free encyclopedia
ჩეფალუს საკათედრო ტაძარი (იტალ. Duomo di Cefalù) — კათოლიკური ტაძარი ჩეფალუში, სიცილია, იტალია. ტაძარი არის ჩეფალუს ეპარქიის კათედრა. დაარსებულია როჯერ II-ის მიერ და წარმოადგენს არაბულ-ნორმანული სტილის ერთ-ერთ უმთავრეს არქიტექტურულ ძეგლს. შენარჩუნებული აქვს XII-XIII საუკუნეების სტილი. დაცულია XII საუკუნის ბიზანტიური მოზაიკის ნიმუშები.
არაბულ-ნორმანული სტილის პალერმო, ჩეფალუსა და მონრეალეს საკათედრო ტაძრები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იტალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | |
რეგიონი** | ჩრდილოეთი ამერიკა და ევროპა |
კოორდინატები | 38°02′23″ ჩ. გ. 14°01′26″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2015 (39-ე სესია) |
ნომერი | 1487 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1487 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მოგვიანებით შექმნილი ლეგენდის თანახმად როჯერ II კონტინენტიდან სიცილიაში ბრუნდებოდა 1131 წლის ზაფხულში და ძლიერ ქარიშხალში მოხვდა. მეფემ პირობა დადო გადარჩენის შემთხვევაში მაცხოვრის სახელზე ტაძარს ააგებდა იმ ნაპირთან სადაც გემი მშვიდობიანად გავიდოდა. 1131 წლის 6 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულზე გემი უსაფრთხოდ მიადგა სიცილიის სანაპიროს ჩეფალუსთან. სწორედ ამ ადგილას როჯერმა ააშენა პატარა სამლოცველო და ბრძანება გასცა შეერჩიათ ადგილი მომავალი ტაძრის მშენებლობისათვის. ეს ლეგენდა არ დასტურდებოდა არცერთი წყაროს მიერ და ისტორიკოსებმა უარყვეს იგი, თუმცა XIX საუკუნის 80-იან წლებში ბარსელონაში, არაგონის არქივში აღმოაჩინეს XII საუკუნის დოკუმენტი, რომელიც იმეორებდა ამ ლეგენდის სიუჟეტს.
როჯერ II-მ ჩამოაყალიბა ჩეფალუს ეპარქია, 1131 წლის 14 სექტემბერს პირველი ეპისკოპოსის ხელდასხმაც მოახდინა და ამავე დღეს დაიწყო საკათედრო ტაძრის მშენებლობა. როჯერის გარდაცვალების შემდეგ (1154 წ.) ტაძრის მშენებლბა შენელდა, ხოლო 1172 წლიდან პრაქტიკულად შეჩერდა. ტაძრის მშენებლობა განახლდა 1215 წლიდან ფრიდრიხ II-ის მიერ. 1240 წელს დასრულდა მთავარი - დასავლეთის ფასადის მშენებლობა, ხოლო ტაძარი სრულიად დასრულდა 1267 წელს.
ტაძრის მთავარი ღირსშესანიშნაობაა მოზაიკა, რომელიც შესრულებულია 1145 წელს როჯერ II-ის დაკვეთით ბიზანტიელი ოსტატების მიერ.
2015 წლის 3 ივლისს ტაძარი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.