From Wikipedia, the free encyclopedia
ჩერკასის ეროვნული უნივერსიტეტი (ოფიციალურად ჩერკასის ბოგდან ხმელნიცკის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი) ― უნივერსიტეტი ჩერკასში, უკრაინაში. ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი. უნივერსიტეტში 6 000-ზე მეტი სტუდენტი 54 სპეციალობაზე სწავლობს. 2022 წლისთვის უნივერსიტეტი რვა ინსტიტუტსა და ორ ფაკულტეტს მოიცავს. უნივერსიტეტს სახელი ეწოდა უკრაინელი ჰეტმანის, ბოგდან ხმელნიცკის პატივსაცემად, რომელიც ჩერკასის ოლქში დაიბადა.
Черкаський державний педагогічний інститут | |
---|---|
დაფუძნდა | 1921[1] |
ატარებს სახელს | ბოგდან ხმელნიცკი |
ტიპი | უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო დაწესებულება[1] |
რექტორი | ოლექსანდრ ჩერევკო |
ქვეყანა | უკრაინა[1] |
http://cdu.edu.ua/ და http://www.cdu.edu.ua/en/[1] |
ჩერკასის ეროვნული უნივერსიტეტი 1921 წელს დაარსდა, როგორც ჩერკასის სახალხო განათლების ინსტიტუტი. 1933 წელს ჩერკასის სახელმწიფო სასწავლო-საწვრთნელი ინსტიტუტი ეწოდა. უნივერსიტეტი მოიცავს ისტორიის, ენისა და ლიტერატურის, ფიზიკისა და მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილებებს. 1995 წელს ინსტიტუტს ჩერკასის ბოგდან ხმელნიცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწოდა, ხოლო 2003 წელს ეროვნული უნივერსიტეტის სატუტის მიენიჭა.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.