ჩაჩაკომანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩაჩაკომანი (ესპ. Chachacomani) — მწვერვალი ბოლივიაში. მდებარეობს ანდების შემადგენელი ნაწილის, კორდილიერა-რეალის მთათა სისტემაში, ტიტიკაკას ტბის აღმოსავლეთით. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 6074 მეტრია, ბოლომდე ზუსტი სიმაღლე დაუდგენელია და შეიძლება ცდომილება 20 მეტრს შეადგენდეს, თუმცა დადასტურებულია, რომ 6000 მეტრზე მაღალია.[1] მიიჩნევა კორდილიერა-რეალის ერთ-ერთ ყველაზე ძნელად დასაპყრობ მწვერვალად.
სწრაფი ფაქტები ჩაჩაკომანი ...
ჩაჩაკომანი | |
---|---|
კოორდინატები: 15°59′00″ ს. გ. 68°23′00″ დ. გ. | |
ქვეყანა | ბოლივია |
ტერიტორიული ერთეული | ლა-პასის დეპარტამენტი |
სიმაღლე | 6074 მ |
დახურვა
მთის ძირში, წარმოიქმნება რამდენიმე განსხვავებული მიკროკლიმატი, რომელიც ხელს უწყობს ფრინველთა მრავალი სახეობის გავრცელებას.[2]