ჩასმით სორტირება
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩასმით სორტირება — მონაცემთა სტაბილური, ადგილობრივი (ანუ არ იყენებს სხვა მასივს მონაცემთა შენახვისთვის) დახარისხების ერთგვარი ალგორითმი პროგრამირებაში. მუშაობს დროში, მაგრამ თუ მასივი თითქმის დალაგებულია, ის დაახლოებით წრფივ დროში მუშაობს. უარეს შემთხვევაში კვადრატულობა მაინც არაეფექტიანობას უსვამს ხაზს, თუმცა მას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია:
- მარტივი იმპლემენტაცია
- ბევრად ეფექტიანი კვადრატული სორტირების სხვა ალგორითმებთან შედარებით
- სტაბილური, ანუ არ ცვლის სხვადასხვა ტოლი მნიშვნელობის მქონე ელემენტების თანმიმდევრობას
- ადგილობრივი, მოითხოვს მხოლოდ
მეხსიერებას
ამ ალგორითმის მსგავსს ხშირად ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი, მაგალითად მაშინ, როდესაც ვცდილობთ ხელით დავალაგოთ სათამაშო ბანქო.