ჩაიკოვსკი (ქალაქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩაიკოვსკი (რუს. Чайко́вский) — ქალაქი (1962 წლიდან; სახელი ეწოდა პეტრე ჩაიკოვსკის პატივსაცემად) რუსეთის პერმის მხარეში, ვოტკინსკის წყალსაცავის ნაპირზე. ჩაიკოვსკის რაიონის ცენტრი. ქალაქში მდებარეობს რკინიგზის სადგური საიგატკა. 2017 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 83 486 კაცს შეადგენს.[3] სამრეწველო ობიექტები: აბრეშუმის ქსოვილების კომბინატი, ქარხნები — „სტროიდეტალი“, სარემონტო-მექანიკური, ხე-ტყის, რძის, სინთეზური კაუჩუკის; ხორცკომბინატი. ჩაიკოვსკში მდებარეობს თერმოელექტროცენტრალი. საგანმანათლებლო ობიექტები: პერმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალი, მსუბუქი მრეწველობის პოლიტექნიკუმი, სამედიცინო და სამუსიკო სასწავლებლები. კულტურული ობიექტები: მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სამხატვრო გალერეა.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩაიკოვსკი | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
კოორდინატები | 56°46′00″ ჩ. გ. 54°07′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1955 | ||||
ფართობი | 31 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 95 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 75 324 (2023)[2] | ||||
სატელეფონო კოდი | 34241 | ||||
საფოსტო ინდექსი | 617760–617766 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.chaikovskiy.ru | ||||
დახურვა