![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/29/%25C5%259Eu%25C5%259Fa_2021-ci_il_oktyabr_fotokollaj.png/640px-%25C5%259Eu%25C5%259Fa_2021-ci_il_oktyabr_fotokollaj.png&w=640&q=50)
შუშა (ქალაქი)
ქალაქი აზერბაიჯანში / From Wikipedia, the free encyclopedia
შუშა (აზერ. Şuşa, სომხ. Շուշի შუში) — ქალაქი აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღში. აზერბაიჯანის კულტურული დედაქალაქი[1] და ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ყარაბაღის მთებში, ზღვის დონიდან 1,400-1,800 მეტრზე, ხანქენდიდან სამხრეთით 11 კილომეტრის დაშორებით. საბჭოთა დროს იყო სამთო კურორტი.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
შუშა Şuşa | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
რეგიონი | ზემო ყარაბაღიზემო ყარაბაღის რეგიონი | ზემო ყარაბაღი |
კოორდინატები | 39°45′30″ ჩ. გ. 46°44′54″ ა. გ. |
მერი | ბაირამ სეფეროვი |
დაარსდა | 1752 |
ფართობი | 5.5 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1420 მეტრი |
ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოსახლეობა | 4446 კაცი (2015) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | (+374) |
საფოსტო ინდექსი | AZ 5800 |
საავტომობილო კოდი | 58 |
ოფიციალური საიტი | http://www.shusha-ih.gov.az |
დახურვა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ქალაქი წარმოადგენს აზერბაიჯანის შუშის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2020 წლამდე ქალაქს აკონტროლებდა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, იყო შუშის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
2021 წლის 7 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.[2][3]