შტოლნი
From Wikipedia, the free encyclopedia
შტოლნი (გერმ. Stollen) — ჰორიზონტალური ან დახრილი გვირაბი, რომელსაც აქვს ერთი უშუალო გამოსასვლელი მიწის ზედაპირზე. დანიშნულების მიხედვით შტოლნი არის სასარგებლო წიაღისეულის საბადოს სადაზვერვო და საექსპლუატაციო, აგრეთვე სატრანსპორტო, სავენტილაციო და წყალამოსაღვრელი.