From Wikipedia, the free encyclopedia
შტეფან ცვაიგი (დ. 28 ნოემბერი 1881, ვენა, ავსტრია – გ. 22 თებერვალი, 1942, პეტროპოლისი, ბრაზილია) — ავსტრიელი ებრაელი მწერალი.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|შტეფან ცვაიგი}} |
შტეფან ცვაიგი | |
---|---|
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-de-at" does not exist | |
დაბადების თარიღი | 28 ნოემბერი, 1881[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
დაბადების ადგილი | ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[17] |
გარდაცვალების თარიღი | 22 თებერვალი, 1942[18] [17] (60 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პეტროპოლისი[17] |
დასაფლავებულია | ბრაზილია |
საქმიანობა | მწერალი[15] , მთარგმნელი[15] , ჟურნალისტი, დრამატურგი, პოეტი[15] , ლიტერატურული კრიტიკოსი, ისტორიკოსი, ბიოგრაფი, რომანისტი, პროზაიკოსი[15] და ესეისტი[15] |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა |
ავსტრია-უნგრეთის იმპერია ავსტრია |
ალმა-მატერი | ვენის უნივერსიტეტი |
Magnum opus | საჭადრაკო ნოველა, The World of Yesterday, უცნობი ქალის წერილი, The Post Office Girl და Beware of Pity |
ჯილდოები | სამხრეთის ჯვრის ორდენი[19] |
მეუღლე | ფრიდერიკ მარია ცვაიგი და Lotte Zweig |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
ცვაიგი დაიბადა ავსტრიაში, კერძოდ, ქალაქ ვენაში. ვენის უნივერსიტეტში იგი სწავლობდა ფილოსოფიას და ფსიქოანალიზის თეორიას, სადაც ასევე მოღვაწეობდა ცნობილი ფსიქიატრი და ნევროლოგი, ფსიქოანალიზის მამამთავარი — ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ცვაიგის უფროსი თანამედროვე, მისი მეგობარი და მკურნალი ექიმიც კი იყო. ცვაიგმა თავიდან მოკლე მოთხრობების წერა დაიწყო, რამაც საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული გახადა. ამავე დროს იგი ძალიან აქტიურად თარგმნიდა მრავალ ფრანგულ ნამუშევარს გერმანულად. 1927 წელს, როდესაც შტეფან ცვაიგის ნოველების ციკლ „ჯაჭვის“ სამივე ტომი ერთდროულად გამოიცა, ავტორის მოთხოვნის შესაბამისად, სამივე წიგნი სხვადასხვა ფერის ყდაში ჩასვეს: მწვანეში, ნარინჯისფერსა და ცისფერში. მწერალს ამ მხრივაც უნდოდა ხაზი გაესვა, რომ საქმე ეხებოდა ადამიანის განცდათა ტიპოლოგიურ გამას, დალაგებულს ასაკობრივი თანამიმდევრობით: მწვანე ხატოვნად გამოხატავდა ბავშვობას, ნარინჯისფერი — სიმწიფის ხანას, ხოლო ღია ლურჯი — კლიმაქტერიული ხანდაზმულობის პერიოდს. და საერთოდაც, ემოციების ანალიზი, განცდათა ეტიოლოგიის შესწავლა ცვაიგის უდიდესი გატაცება იყო. მეორე მსოფლიო ომმა მას დიდი ტკივილი მიაყენა, როგორც ადამიანს და ასევე როგორც მწერალს. იქიდან გამომდინარე, რომ იგი ებრაელი იყო, იძულებული გახდა ავსტრიიდან წასულიყო. მან ვერსად ჰპოვა სულიერი სიმშვიდე და 1942 წლის 22 თებერვალს პეტროპოლისში თავი მოიკლა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.