შროშანისებრნი
From Wikipedia, the free encyclopedia
შროშანისებრნი (ლათ. Liliaceae)— ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. მრავალწლოვანი ფესურიანი, ტუბერბოლქვიანი ან ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარეებია. საყვავილე ყლორტი შეფოთლილი აქვთ ან მხოლოდ ფესვთანური ფოთლები უვითარდებათ. ფოთლები ჩვეულებრივ მთლიანია, ხშირად — ვიწრო ხაზური. ყვავილები აქტინომორფულია, იშვიათად — ზიგომორფული. ნაყოფი კოლოფია, ზოგჯერ — კენკრა.
სწრაფი ფაქტები შროშანისებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
შროშანისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Liliaceae | ||||||||||||||
|
დახურვა
ოჯახში 170-მდე გვარია, რომლებშიც თავმოყრილია 2500-მდე სახეობა. გავრცელებულნი არიან მთელს დედამიწაზე. შროშანისებრთა შორის ბევრია სამკურნალო (შროშანა, შხამა და სხვა) და დეკორატიული (შროშანი, ტიტა, სუმბული და სხვა) მცენარე.