From Wikipedia, the free encyclopedia
შრი-ლანკის გერბი — შრი-ლანკის სახელმწიფო სიმბოლო დროშასა და ჰიმნთან ერთად. თანამედროვე სახით გამოიყენება 1972 წლიდან.
შრი-ლანკის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
მატარებელი | შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა |
დამტკიცდა | 1972 |
გერბის ცენტრში გამოსახულია ოქროს ლომი, რომელსაც წინა მარჯვენა თათში ხმალი უკავია (ასეთივე ლომია გამოსახულია დროშაზეც). ცენტრის ფონი გარშემორტყმულია ლურჯი ლოტოსის ოქროს ფურცლებით, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ყვავილს წარმოადგენს. ეს ყოველივე განთავსებულია ტრადიციული მარცვლეულის ვაზის თავზე, რომელშიც ბრინჯის ძნებია განთავსებული, რომლებიც გერბის ცენტრში განთავსებული წრის საზღვარს ქმნიან და კეთილდღეობას აღნიშნავენ.
სამუზარადეს წარმოადგენს დჰარმაჩაკრა, რაც სიმბოლურად აღნიშნავს ბუდიზმისა და სამართლიანი მმართველობის უპირველეს ადგილს ქვეყანაში. ტრადიციული სინჰალური სიმბოლოები — მზე და მთვარე ფარმჭერების როლს ასრულებენ.
შრი-ლანკის გერბი | აღწერა | გამოყენების თარიღი |
---|---|---|
პორტუგალიური ცეილონის გერბი. | ||
ჰოლანდიური ცეილონის გერბი. | ||
გამოიყენებოდა ბრიტანული ცეილონის ადრეულ ეტაპზე. | ||
გამოიყენებოდა ბრიტანული ცეილონის გვიანდელ ეტაპზე. | ||
აღნიშნული გერბი გამოიყენებოდა ცეილონის დომინიონში 1954 წლამდე. | ||
ცეილონის დომინიონის ემბლემა. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.