From Wikipedia, the free encyclopedia
შიუცკორი (შვედ. skyddskar, ფინ. suojeluskunta — დამცველი კორპუსი) — ფინეთის გასამხედროებული ორგანიზაცია. ოფიციალურად დაარსდა 1921 წელს, შედგებოდა მოხალისეთა რაზმებისაგან (თეთრი გვარდია), რომლებიც მონაწილეობდნენ ფინეთის სოციალისტური ამბოხის (1918) ჩახშობაში. 1927 წლის 22 დეკემბრის კანონით შიუცკორი ეროვნული თავდაცვის დამხმარე ნაწილად გამოცხადდა (სათავეში ედგა ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი). 1939 წელს შიუცკორში გაერთიანებული იყო ასი ათასი კაცი. არსებობდა შიუცკორის ქალთა ორგანიზაციაც. მეორე მსოფლიო ომის დროს შიუცკორმა მონაწილეობა მიიღო საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში. დაშალეს სსსრკ-ფინეთის 1944 წლის 3 ნოემბრის დაზავების პირობების თანახმად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.