![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b4/Shaddadid.gif/640px-Shaddadid.gif&w=640&q=50)
შირვანშაჰების სახელმწიფო
From Wikipedia, the free encyclopedia
შირვანშაჰების სახელმწიფო — VI საუკუნის პირველ ნახევარში შექმნილი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა დაახლოებით 1000 წლის განმავლობაში - 1538 წლამდე. მდებარეობდა მდინარეებს შაბრანსა და გილგილს შორის. შირვანშაჰების სახელმწიფოს არაბთა სახალიფოზე დამოკიდებულების გამო ამ პერიოდის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა[2].
შირვანშაჰების სახელმწიფო შაჰთა მმართველობა | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
![]() | |||||||
დედაქალაქი | შირვანი (861-918), შემახა (918-1192), ბაქო (1192-1538) | ||||||
ენა | სპარსული (ოფიციალური), არაბული (რელიგიური), აზერბაიჯანული (სალაპარაკო)[1] | ||||||
რელიგია | სუნიტური ისლამი | ||||||
დინასტია | შირვანშაჰი
მაზიადიდები (861-1027) , ქესრანიდები (1027-1382) , დერბენდიდები (1382-1538) | ||||||
← აბასიანთა სახალიფო |
861 წელს არაბული წარმოშობის მაზიადიდებმა შირვანშაჰების სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. სახელმწიფოს საზღვრები მოიცავდა ჩრდილოეთით მდინარე დერბენტს და სამურს, სამხრეთით მდინარე მტკვარს, დასავლეთით გოქჩაისა და შაქის, აღმოსავლეთით კასპიის ზღვას. მრავალი წლის მანძილზე ისტორიულ ასპარეზზე მყოფი შირვანშაჰების სახელმწიფოს, გარკვეულ დროს, სხვადასხვა დინასტიები მართავდნენ: მაზიადიდები (861-1027), ქესრანიდები (1027-1382) და დარბანიდები (1382-1538). 1538 წელს სეფიანთა იმპერიამ მიიერთა შირვანშაჰების სახელმწიფო[3].
სახელმწიფოს დედაქალაქი თავდაპირველად იყო ქალაქი შირვანი, X საუკუნის პირველი მეოთხედიდან ქალაქი იეზიდია, იგივე შემახა, ხოლო XII საუკუნის ბოლოდან - ბაქო[2].