სოფელი საქართველოში, თბილისის მთაწმინდის რაიონში From Wikipedia, the free encyclopedia
შინდისი — სოფელი თბილისში, მთაწმინდის რაიონში. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი განშტოების კალთაზე, ზღვის დონიდან 820 მეტრზე, თბილისის ცენტრიდან — 15 კილომეტრის დაშორებით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1722 კაცი.
სოფელი | |
---|---|
შინდისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
კოორდინატები | 41°39′54″ ჩ. გ. 44°46′07″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 820 მ |
მოსახლეობა | 1722 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2007 წლამდე სოფელი ადმინისტრაციულად მიეკუთვნებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტაბახმელის თემს, 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.