From Wikipedia, the free encyclopedia
შიმონ მარინციაკი (პოლ. Szymon Marciniak; დ. 7 იანვარი, 1981) — პოლონელი საფეხბურთო მსაჯი.
მარცინიაკი დაიბადა პლოცკში, პოლონეთში. 2011 წლიდან არის ფიფას მიერ ლიცენზირებული მსაჯი.[1] მან იმსაჯა ერთი შეხვედრა 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ამ შეხვედრაში ერთმანეთს პორტუგალია და აზერბაიჯანი დაუპირისპირდნენ.[2][3]
2015 წლის 30 ივნისს მან იმსაჯა 2015 წლის უეფა-ს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში. ევრო 2016-ზე მან იმსაჯა სამ შეხვედრაში: ესპანეთი-ჩეხეთი, ისლანდია-ავსტრია (ორივე ჯგუფური) და გერმანია-სლოვაკეთი (პლეიოფი).
2018 წლის 29 მარტს დაანონსდა, რომ იგი იმსაჯებდა რამდენიმე შეხვედრას 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სადაც მისი ასისტენტები იქნებოდნენ პაველ სოკოლინცკი და ტომაშ ლისტკიევიჩი.[4] მან იმსაჯა ორი შეხვედრაში ჯგუფურ ეტაპზე: არგენტინა-ისლანდია და გერმანია-შვედეთი. 2018 წლის 15 აგვისტოს იმსაჯა უეფა-ს სუპერთასის შეხვედრა სადაც ერთმანეთს მადრიდის „ატლეტიკო“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.