შვეულმფრენი
From Wikipedia, the free encyclopedia
შვეულმფრენი — როტორიანი საფრენი აპარატის ნაირსახეობა, სადაც ამწევი და მამოძრავებელი ძალები იქმნება როტორების მიერ. ეს აძლევს შვეულმფრენს ვერტიკალურად აფრენა-დაჯდომის, ცაში ლივლივის, წინ, უკან და გვერდულად ფრენის საშუალებას. მისი ეს თვისებები საშუალებას იძლევა, შვეულმფრენს დაევალოს მისიები მჭიდროდ დასახლებულ ან იზოლირებულ ადგილებში, სადაც უძრავფრთიანი ან სხვა სახის ვერტიკალურად ასაფრენი და დასაჯდომი ტიპის თვითმფრინავი ვერ შეასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი მოდელები უპირატესობას ანიჭებდნენ ერთზე მეტ მთავარ როტორიან შვეულმფრენებს, ერთ როტორიანი შვეულმფრენი მმართველი როტორით კუდზე გახდა ყველაზე გავრცელებული და ჩვეულებრივი კონფიგურაცია. შვეულმფრენები ორძრავიანი როტორთა ტანდემით ასევე გავრცელებულია მათი მძიმე ტვირთამწეობის გამო. დღეს კოაქსიალური, ჰიბრიდული და კონვერტოპლანის ტიპის შვეულმფრენთაგან ყველას ხილვა შესაძლებელია ცაში.