შვედური სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
შვედური სამზარეულო (შვედ. svenska köket) — ტრადიციული შვედური კერძების ერთობლიობა. აღსანიშნავია, რომ შვედეთის ჩდილოეთ და სამხრეთი რეგიონები ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავდებიან კერძებით.
ისტორიულად, შვედეთის ჩრდილოეთ რეგიონებში ძირითადად ხორცს მიირთმევდნენ, მათ შორის ირმისასაც. მათგან უმეტესობა სათავეს საამების კულტურიდან იღებს, სამხრეთში მცხოვრები შვედები კი ხილ-ბოსტნეულით მომზადებულ კერძებს ანიჭებენ უპირატესობას. მრავალი ტრადიციული კერძი, მაგალითად შვედური ხორცის ბურთები, ძალიან მარტი მოსამზადებელია, თუმცა კონტრასტული არომატებით გამოირჩევა.
შვედური სამზარეული საკმაოდ გახსნილი და მიმღებლურია უცხოურების მიმართ. XVII-XVIII საუკუნეებში შვედეთში განსაკუთრებით ფრანგულმა კულინარიამ იმძლავრა, თუმცა არც სხვა კულტურები დაჩაგრულა, რის გამოც დღეისათვის შვედეთში ხშირად შეხვდებით იაპონურ სუშისა და იტალიურ ლატეს.